სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ზამთრის სკოლა - „კრიტიკული აზროვნება სოციალურ მეცნიერებებში“

ზამთრის სკოლა - „კრიტიკული აზროვნება სოციალურ მეცნიერებებში“ –აცხადებს კონკურსს მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 2014 წლის 17–26 თებერვალს. განაცხადის მიღების პერიოდი დასრულდება 31 იანვარს.
10 დღის განმავლობაში ჩატარდება ლექციები და გაიმართება დისკუსიები ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სკოლას ორგანიზებას უწევს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება.
ზამთრის სკოლაში კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის III-IV კურსების სტუდენტებს.

სკოლაში პედაგოგებად მოწვეულნი არიან თსუ და სხვა უმაღლესი სასწავლებლების ცნობილი მეცნიერები, აგრეთვე, ორი უცხოელი პროფესორი ფრანკფურტის (გერმანია) და ჰელსინკის (ფინეთი) უნივერსიტეტებიდან.

ზამთრის სკოლის დასრულებისას სტუდენტები მიიღებენ სერტიფიკატებს (ესსეს და ტესტის საფუძველზე). სტუდენტების ნაშრომებიდან ამორჩეული 5 საუკეთესო ესსე კი შევა სახელმძღვანელოში „კრიტიკული აზროვნება“.
სტუდენტებისთვის ზამთრის სკოლა უფასოა. ანაზღაურდება ყველა სტუდენტის კვება და ტრანსპორტირება. ვინაიდან ზამთრის სკოლა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება, რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტების დაბინავება საოჯახო სასტუმროში (ჰოსტელში) მოხდება და ხარჯს ზამთრის სკოლის პროექტი დაფარავს.
სტუდენტებს აპლიკაციის შევსება და დეტალური ინფორმაცია ზამთრის სკოლის, ლექციების, სააპლიკაციო პროცესის და მოთხოვნების შესახებ შეუძლიათ იხილონ შემდეგ ვებ-გევრდზე

აპლიკაციას სტუდენტმა უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:

  1. პირადობის მოწმობის ასლი
  2. ცნობა უნივერსიტეტში სწავლის შესახებ
  3. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
  4. ესსე

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა