2016-2017, 2017-2018  სასწავლო წლებისთვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობთ  „Erasmus+“-ის  Credit mobility-ს ფარგლებში ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებს, რაც გულისხმობს ინდივიდუალურ მობილობებს შემდეგ ევროპულ უნივერსიტეტებში:
	 
	მობილობა უნდა განხორციელდეს 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულისა და  2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრებში
	მობილობის ხანგრძლივობა :
	 ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთათვის  -  4-9 თვე;
	აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის - 7 დღე.
	კონკურსში მონაწილეობის პირობები :
	- 
		სტუდენტი უნდა იყო ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე;
- 
		არ უნდა იყოს ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტი;
- 
		აკადემიური პერსონალი უნდა იყოს ბსუ-ს პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი;
- 
		ადმინისტრაციული პერსონალი უნდა იყოს  ბსუ-ში დასაქმებული პირი (ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი);
- 
		არ უნდა ჰქონდეს მიღებული ერასმუს მუნდუსის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე (გარდა აკადემიურ/ადმინისტრაციულ პირთა მობილობისა);
- 
		ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გატარებული ევროკავშირის  ქვეყანაში;
- 
		კანდიდატს განაცხადი შეაქვს იმ საგანმანათლებლო საფეხურზე, რომელზეც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხება;
- 
		კანდიდატს უფლება აქვს განაცხადი შეიტანოს მისთვის სასურველ ნებისმიერ უნივერსიტეტში (შესაძლებელია აირჩიოს ყველა შემოთავაზებული უსდ პარალელურად);
	 
	სტიპენდია მოიცავს თვიურ/დღიურ სტიპენდიასა და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.
	სტიპენდია არ ანაზღაურებს სავიზო ხარჯებს და საერთაშორისო დაზღვევას. 
	რეგისტრაციის ბოლო ვადაა : 2016 წლის 04 ნოემბერი, 18:00 საათი
	მსურველებმა  უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია და საბუთების ორიგინალები წარმოადგინონ ბსუ-ს კანცელარიაში  
	რეგისტრაციის ლინკი: 
	ადმინისტრაციულ და აკადემიურ პირთა  რეგისტარაცია
	სტუდენტთა რეგისტრაცია  (ძვირფასო სტუდენტებო ნიშნების ფურცელი რეგისტრაციის დროს შეგიძლიათ წარმოადგინოთ ქართულ ენაზე)
	მობილობა განხორციელდება შემდეგი მიმართულებებით (იხილეთ დანართი)
	საბუთები:
	ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთათვის:
	- 
		პირადობის მოწმობის/ საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- 
		ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
- 
		Europass CV (ინგლისურ ენაზე);
- 
		მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
- 
		ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
- 
		ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე,  ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
- 
		წინარე განათლების საფეხურის დამადასტურებელი დიპლომის დანართი მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის (ინგლისურ ენაზე).
	აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის:
	- 
		პირადობის მოწმობის ან საერთაშორისო პასპორტის ასლი
- 
		ცნობა სამსახურიდან(ქართულ ენაზე)
- 
		ინგლისური ენის ცნობა - B2 (ინგლისურ ენაზე)
- 
		Europass CV (ინგლისურ ენაზე)
- 
		აკადემიური ან ადმინისტრაციული საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე)
- 
		მხარდაჭერის წერილი მიმღები უნივერსიტეტის პროფესორის/ადმინისტრაციული ერთეულისგან (ინგლისურ ენაზე)
	კონკურსის ეტაპები:
	- 
		სააპლიკაციო დოკუმენტების  ნამდვილობის დადგენა
- 
		სტუდენტთა ტესტირება ინგლისურ ენაში (B1.2.)
- 
		სტუდენტთა გასაუბრება კომისიასთან
- 
		აკადემიურ და ადმინისტრაციულ პირთათვის: Skype-გასაუბრება (მიმღებ უნივერსიტეტთან )
- 
		კანდიდატთა შერჩევა და სტიპენდიაზე ნომინირება მიმღები უნივერსიტეტის მიერ.