
	ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბსუ-ს სტუდენტებსა და აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს სთავაზობს რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის (https://erdogan.edu.tr/website/Contents.aspx?PageID=1092&LangID=3), (თურქეთის რესპუბლიკა) მიერ გამოცხადებულ „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მიღებას 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის. კონკურსი ტარდება საქართველოს მასშტაბით.
	კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია შემდეგი მიმართულების სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს:
	- 
		ბიოლოგია
- 
		სოციალური მუშაკი
- 
		ქართული ენა და ლიტერატურა
- 
		ინგლისური ენა და ლიტერატურა
- 
		ეკონომიკა
- 
		ბიზნესის ადმინისტრირება
- 
		საერთაშორისო ურთიერთობა
- 
		ისტორია.
	საჭირო დოკუმენტები სტუდენტებისათვის:
	- 
		„ერაზმუს+“ აპლიკაციის ფორმა (დანართი 1);
- 
		სასწავლო ხელშეკრულება (დანართი 2), შევსებული და სამივე მხრიდან ხელმოწერილი;
- 
		ნომინაციის წერილი;
	კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აპლიკანტმა უნდა მიმართოს განცხადებით რექტორს სტუდენტური პორტალის საშუალებით 2023 წლის 27 მარტის 15:00 საათამდე. განცხადებაში აპლიკანტმა  უნდა მიუთითოს საკონტაქტო ტელეფონი და მოქმედი ელ-ფოსტა და მიბმული ფაილის სახით ატვირთოს ყველა საჭირო დოკუმენტი (ზიპ ფაილის სახით).
	აღნიშული დოკუმენტები აპლიკანტმა თავად უნდა გააგზავნოს შემეგ ელ-მისამართზე- erasmus@erdogan.edu.tr 2023 წლის 30 მარტამდე;
	საჭირო დოკუმენტები პერსონალისთვის:
	- 
		„ერაზმუს+“ აპლიკაციის ფორმა პერსონალისთვის (დანართი 3);
- 
		CV - ინგლისურ ენაზე;
- 
		ნომინაციის წერილი;
- 
		მობილობის ხელშეკრულება აკადემიური/ადმინისტრაციული მობილობა (დანართი 4).
	კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აკადემიურმა/ადმინისტრაციულმა პერსონალმა უნდა მიმართოს განცხადებით რექტორს ეფლოუს საშუალებით, 2023 წლის 27 მარტის 15:00 საათამდე.
	აკადემიურმა/ადმინისტრაციულმა პერსონალმა განცხადებაში უნდა მიუთითოს საკონტაქტო ტელეფონი და მოქმედი ელფოსტა და ატვირთოს ყველა საჭირო დოკუმენტი (ზიპფაილის სახით).
	აღნიშული დოკუმენტები პერსონალმა თავად უნდა გააგზავნოს შემეგ ელმისამართზე- erasmus@erdogan.edu.tr 2023 წლის 30 მარტამდე;
	დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართი 5-ში.
	კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით მიმღებ უნივერსიტეტს შემდეგ მისამართზე: erasmus@erdogan.edu.tr
	 
	 
 დანართი
  დანართი დანართი1
  დანართი1 დანართი2
  დანართი2 დანართი3
  დანართი3 დანართი4
  დანართი4 დანართი5
  დანართი5 ქართული ენისა და ლიტერატურის საგანმანათლებლო პროგრამის კურსები
  ქართული ენისა და ლიტერატურის საგანმანათლებლო პროგრამის კურსები