
„ერაზმუს მუნდუსის„ ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა „WOP Psychology“ აცხადებს კონკურსს სტიპენდიის მოსაპოვებლად. პროგრამა ორგანიზებულია საერთაშოროსო WOP-P-ის კონსორციუმის მიერ. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინარე განათლება ფსიქოლოგიაში. აპლიკაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 10 იანვარი.
სამაგისტრო პროგრამა აერთიანებს შემდეგ უნივერსიტეტებს:
- ვალენსიის უნივერსიტეტი (ესპანეთი);
- ბარსელონას უნივერსიტეტი (ესპანეთი);
- ბოლონიის უნივერსიტეტი (იტალია);
- კოიმბრას უნივერსიტეტი (პორტუგალია).
საჭირო დოკუმენტები:
- წინარე განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ფსიქოლოგიაში;
- ნიშნების ფურცელი;
- სივი ინგლისურ ენაზე;
- მოტივაციის წერილი.
რეკომენდაციის ორი წერილი, რომელიც უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელმისამართზე: letters@uv.es
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ დანართი, ეწვიეთ ბმულს: https://www.erasmuswop.org/
ან მიმართეთ პროგრამის კოორდინატორ უნივერსიტეტს შემდეგ მისამართზე: erasmuswop@uv.es

უკან |