29 სექტემბერი 2023 წელი
![გადიდება სურათი](//bsu.ge/text_images/ge_pic_17478_1_s.jpg)
5 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, სტუდენტებისთვის გაიმართება „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის პრეზენტაცია. ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მოადგილე, „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამების კოორდინატორი ნანა ყურშუბაძე სტუდენტებს საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის პირობებს გააცნობს.