სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი

Credit Mobility

რა არის Erasmus +  International Credit Mobility (ICM)?

საერთაშორისო კრედიტ მობილობა (International Credit Mobility – ICM) - არის  მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამა სტუდენტებისთვის და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

გაცვლითი პროგრამები ხორციელდება ბსუ -სა და ევროპის (პროგრამის ქვეყნების) უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული საპარტნიორო ხელშეკრულების ფარგლებში.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?

  • ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის  საფეხურის სტუდენტებს -  3 დან 12 თვემდე;
  • ბსუ-ს აკადემიურ/ადმინისტრაციულ  პერსონალს,  ბსუ-ს მოწვეულ  მასწავლებელს/ სპეციალისტს, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს  სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა - 5 დღიდან 2 თვემდე;

მობილობის მიმართულებები, რაოდენობები და პერიოდი დამოკიდებულია უნივერსიტეტებს შორის არსებულ შეთანხმებაზე;

ყველა სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა ისარგებლოს 12 თვემდე სასწავლო მობილობით თითო სასწავლო საფეხურზე;

მობილობის ფარგლებში გრანტი სრულად ფარავს სწავლისა და მგზავრობის ხარჯები. სტუდენტებს ასევე გადაეცემათ ყოველთვიური სტიპენდია 750-900 ევრომდე (ევროპული  ქვეყნის სიძვირის მიხედვით).

სად მოვიძიოთ ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის თაობაზე?

კონკურსის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ბსუ-ს მთავარ/დეპარტამენტის ვებ გვერდზე სიახლეების ველში;

სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის Facebook-გვერდზე.

კონკურსის ეტაპები სტუდენტებისათვის:

  • საბუთების მიღება/ შეფასება
  • სტუდენტების ტესტირება უცხოურ ენებში
  • გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან
  • ნომინირება მიმღები უნივერსიტეტის მხრიდან.

მობილობისთვის საჭირო საბუთები:

მობილობის სხვადასხვა პროგრამა განსხვავებულ საბუთებს ითხოვს, მაგრამ, როგორც წესი, ძირითადი საბუთების ჩამონათვალი მსგავსია.

მობილობის მსურველმა სტუდენტმა უნდა წარადგინოს:

  • პირადობის მოწმობის/ საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  • ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტიდან
  • (ქართულ ენაზე);
  • სასწავლო ხელშეკრულება, შეთანხმებული ფაკულტეტის ხარისხის     უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან;
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე,  ნოტარიულად დამოწმებული ასლი).

კონკურსის ეტაპები აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისათვის

  • საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად;
  • საბუთების გადაგზავნა მიმღებ უნივერსიტეტებში;
  • კანდიდატთა შერჩევა და სტიპენდიაზე ნომინირება მიმღები უნივერსიტეტის მიერ.

მობილობისათვის საჭირო საბუთები:

  • პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად - B2/C1;
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მობილობასთან დაკავშირებული აკადემიური საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე);
  • რეკომენდაციის წერილი(ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
  • დაინტერესების/წინასწარი მიღების წერილი ( Letter of Interest/ Pre-Acceptance Letter/Mobility Agreement) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე).

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელ-მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა