სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

CASEDE

CASEDE

პროექტის ნომერი: 530566-TEMPUS-1-2012-1-LT-TEMPUS-SMGR (2012-3045/001-001)

პროექტის სახელწოდება:  Developing Student Career Services in Georgia (CASEDE)
 

“სტუდენტთა კარიერის განვითარების ცენტრის შექმნა საქართველოში”


ბსუ- სამუშაო ჯგუფი:

საკონტაქტო პირი:  თეონა ბერიძე, სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი,
კოორდინატორი, ექსპერტი
ტელ: 599 94 03 63
ელ.ფოსტა: theona.beridze@gmail.com
ასისტ. პროფ. ნინო აროშიძე, კოორდინატორის თანაშემწე, ექსპერტი
ასისტ. პროფ. თამარ სირაძე, კოორდინატორის თანაშემწე, ექსპერტი

მასწავლებელი სოფიკო ცქვიტინიძე, ექსპერტი, ადმინისტრატორი

პროექტის ხანგრძლივობა – 24 თვე; 15/10/2012 - 14/10/2014

პარტნიორები

  1. ვილნიუსის უნივრსიტეტი (აპლიკანტი)
  2. ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
  3. კორვინუსის უნივერსიტეტი, ბუდაპეშტი
  4. კომპანია Ernst & Young, Baltic
  5. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  6. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  8. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  9. ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
  10. თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  11. ესექსის უნივერსიტეტი, კოლჩესტერი, დიდი ბრიტანეთი
  12. საქართველოს უნივერსიტეტი

 

პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების რეფორმასა და მოდერნიზაციას პარტნიორი ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების საუნივერსიტეტო მენეჯმენტისა და სტუდენტთა მომსახურების სფეროებში.

 

პროექტის ძირითადი ამოცანები:

  • მომზადდეს მეთოდოლოგიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური მექანიზმები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში კარიერული განათლების სამსახურის შექმნის უზრუნველსაყოფად;
  • ტრენინგები ჩაუტარდეს საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტების პერსონალს სტუდენტებისათვის კარიერული განათლების სამსახურის უზრუნველსაყოფად;
  • საქართველოს პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებში განხორციელდეს სტუდენტთა საპილოტე ჯგუფებისათვის კარიერული განათლების კურსები;
  • შესწავლილ იქნას კარიერული განათლების სამსახურის დანერგვის შესაძლებლობები საქართველოს ყველა უმაღლეს სასწავლებელში;
  • უზრუნველყოფილ იქნას პროექტის შედეგების გავრცელება პერიოდულ პრესაში, ვებგვერდზე და სხვა გზებით.

პროექტის მიზნები ეხმიანება საქართველოს ეროვნულ პრიორიტეტს „საუნივერსიტეტო მენეჯმენტი და სტუდენტთა მომსახურება“. პროექტის ზოგადი ამოცანაა საქართველოში ინოვაციური სტუდენტთა კარიერული მომსახურების დანერგვა და შემდგომი განვითარების ხელშეწყობა.

პროექტის შინაარსი
ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, ქართველი სტუდენტები ხასიათდებიან შრომით ბაზარზე ინტეგრაციის საგრძნობლად ხანგრძლივი პერიოდით. პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვან გზად კარიერული მენეჯმენტის კომპეტენციების განვითარება ითვლება. პროექტის ძირითადი მიზანია გაზარდოს ქართველ სტუდენტთა დასაქმებულობა ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა კარიერული განათლების სამსახურის (CES) დანერგვისა და განვითარების მეშვეობით, ასევე ამ სამსახურის მიუკერძოებელი შეფასების უზრუნველყოფითა და პროექტის შედეგების ფართოდ გავრცელებითა და უწყვეტობით.

პროექტის ფარგლებში განვითარდება კარიერული მენეჯმენტის/მართვის კომპეტენციები, ასევე კარიერული განათლების მეთოდოლოგიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური საფუძვლები. პროექტის საქმიანობის შემდგომ განვითარებას ხელს შეუწყობს პროექტის ხარისხის დეტალური შეფასება და რეკომენდაციები კარიერული განათლების სამსახურის შემდგომი გაუმჯობესებისათვის.

 

პროექტის მოსალოდნელი შედეგები: საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულები, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან სათანადო კარიერული მართვის კომპეტენციებით, უზრუნველყოფენ ქვეყანაში უფრო მოქნილი და ჯანსაღ კონკურენციაზე დაფუძნებული შრომითი ბაზარის არსებობას. უფრო ფართო პერსპექტივით, პროექტი გავლენას მოახდენს საქართველოს მთელ უმაღლეს განათლებაზე, უზრუნველყოფს სტუდენტთა მომსახურების მზარდ მრავალფეროვნებას და ჩამოაყალიბებს სტუდენტებს მიზნებზე და კარიერაზე ორიენტირებულ პიროვნებებად.

დაგეგმილი აქტივობები:

  1. პროექტის მართვის წესების შემუშავება
  2. ხარისხის შეფასების გეგმის შემუშავება
  3. სტუდენტთა კარიერული მენეჯმენტის კომპეტენციების ჩარჩოს შემუშავება GEO EN
  4. სტუდენტთა კარიერული კომპეტენციების განვითარების პროგრამის შემუშავება
  5. სტუდენტთა კარიერული კომპეტენციების განვითარების პროგრამის შემუშავება მასწავლებელთათვის
  6. კარიერის გზამკვლევი სტუდენტებისთვის

 

სამუშაო გეგმა:

17-21.10.2012 - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა ექსპერტების I სამუშაო შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა

  • სტუდენტთა კარიერული განვითარების სამსახურის კონცეფცია
  • სტუდენტთა კარიერული კომპეტენციის ჩარჩოს ძირითადი ასპექტები
  • თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნები

პროექტის ჯგუფი შეხვდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატს და გააცნო პროექტის მიზნები და ამოცანები, ასევე უნივერსიტეტის თანამონაწილეობა აღნიშნულ პროექტში.

28.11-02.12.2012- ესექსის უნივერსიტეტში (კოლჩესტერი, დიდი ბრიტანეთი), შედგა ექსპერტების I I სამუშაო შეხვედრა, სადაც წარმოდგენილ იქნა

  • ესექსის უნივერსიტეტის Career Centre-ის მუშაობის სპეციფიკა და განხილულ იქნა
  • სტუდენტთა კარიერული განვითარებისათვის აუცილებელი წინაპირობები
  • შემუშავებული სტუდენტთა კარიერული კომპეტენციის ჩარჩოს სტრუქტურა და შინაარსობრივი მხარე
  • პირველი ეროვნული დისკუსიის მოსამზადებლად საჭირო ღონისძიებები

12-15.12.2012 - ვილნიუსის უნივერსიტეტში (ლიტვა) შედგაI საორგანიზაციო შეხვედრა, სადაც წარდგენილ იქნა

  • ზოგადად ტემპუსის სტრუქტურული პროექტების არსი და მათი მიზნები
  • CASEDE-ს ერთწლიანი სამუშაო გეგმა
  • პროექტის მიმდინარეობის ხარისხის შეფასების კრიტერიუმები
  • პროექტის ევროპელი პარტნიორების - ვილნიუსის (ლიტვა), ესექსის(დიდი ბრიტანეთი) და კორვინიუსის (ბუდაპეშტი, უნგრეთი) უნივერსიტეტების სტუდენტთა კარიერული მართვის სამსახურების სტრუქტურა და მათი მუშაობის სპეციფიკა
  • პროექტის ბიუჯეტი და პროექტის ფინანსური მართვის რეგულაციები

პროექტის ფარგლებში ვილნიუსის უნივერსიტეტში რექტორთან გაიმართა ოფიციალური შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ბატონი დავით ზურაბიშვილი და პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

28.01-02-02.2013 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტში შედგა ექსპერტების I I I სამუშაო შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა

  • საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისათვის წარსადგენი სტუდენტთა კარიერული კომპეტენციის ჩარჩო
  • ეროვნული დიკუსიის შედეგები

30.01.2012 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტში გაიმართა I ეროვნული დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს განთლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, პროექტის პარტნიორმა უნივერსიტეტებმა, ასევე საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე წარდგენილ იქნა პროექტის ექსპერტების მიერ შემუშავებული სტუდენტთა კარიერული კომპეტენციის ჩარჩო, ხოლო შემდეგ სამუშაო ჯგუფებში მოეწყო აღნიშნული დოკუმენტის განხილვა.

13-16.02.2013 - კორვინიუსის უნივერსიტეტში (ბუდაპეშტი, უნგრეთი) შედგა ექსპერტების IV სამუშაო შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა

  • სტუდენტთა კარიერული კომპეტენციის ჩარჩოთი გათვალისწინებული უნარების (კომპეტენციების) გამომუშავების გზები და წარდგენილ იქნა
  • კორვინიუსის უნივერსიტეტის Career Development Office-ის სტრუქტურა და მუშაობის სპეციფიკა
  პროექტის მართვის წესების შემუშავება
  ხარისხის შეფასების გეგმის შემუშავება
  სტუდენტთა კარიერული მენეჯმენტის კომპეტენციების ჩარჩოს შემუშავება (GEO)
  სტუდენტთა კარიერული მენეჯმენტის კომპეტენციების ჩარჩოს შემუშავება (EN)

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა