ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სასამართლო საიმიტაციო დარბაზში ასოცირებული პროფესორ ომარ ფარტენაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა სასამართლო იმიტირებული პროცესი სისხლის სამართლის მიმართულებით. მომავალმა სამართალმცოდნეებმა სასწავლო კურსის „ადვოკატირების საფუძვლები“ ფარგლებში მეოთხე კურსის სტუდენტებმა სისხლის სამართლის საქმე განიხილეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სტადიის გათვალისწინებით. იმიტირებული პროცესი ნაფიცი მსაჯულების მიერ გამამართლებელი ვერდიქტის გამოტანით დასრულდა.
უკან |