იურიდიული ფაკულტეტი

,,უკეთესი მომავლისათვის მისია - საუკეთესო იურისტები’’

სურათი

სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტების არასამთავრობო ორგანიზაცია ,,აბროგაციამ’’ აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა პროექტი: ,,უკეთესი მომავლისათვის მისია - საუკეთესო იურისტები’’. პროექტი მიზნად ისახავდა არაფორმალური განათლების გზით იმიტირებული სასამართლო პროცესების ჩატარებას, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების პრაქტიკული განათლების მიღებას. სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებს პროექტის ფარგლებში თბილისის სააპელაციო და უზენაეს სასამართლოების მოსამართლეებმა ტრენინგები ჩაუტარეს. პროექტის მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა