თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნულმა ცენტრმა სამართლის სწავლების ინსტიტუტის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისათვის სამართლის სწავლების მეთოდოლოგიის თემაზე ტრენინგი ჩატარდა. სწავლებაზე ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა: აქტიური სწავლების მეთოდი, როლური თამაშები და იმიტირებული სასამართლო პროცესები, კაზუსებით სწავლება და შეფასების რუბრიკები.
ტრენინგი ჩატარდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ეგიდით, რომელსაც საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ახორციელებს.
უკან |