საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის (IFES-ი) ექსპერტმა გენდერის საკითხებში ირინა ჟვანიამ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „გენდერული თანასწორობის საკითხები - ქალის როლის მნიშვნელობა საზოგადოების განვითარებაში“. ღონისძიებას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, USAID-ის დემოკრატიის და მმართველობის სამსახურის დირექტორი დანიელ რეიფი ესწრებოდა. IFES-ის ეგიდით საჯარო ლექციები დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კარგი მმართველობისა და გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტსა და სკოლაში ტარდება. პროგრამა შშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით „საარჩევნო სისტემების გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი ახორციელებს.
ლექციის დასასრულს დისკუსია გაიმართა და მომხსენებელმა აქტუალურ შეკითხვბს უპასუხა.
უკან |