იურიდიული ფაკულტეტი

ბსუ-ს სტუდენტები საპარლამენტო დებატების ჩემპიონები გახდნენ

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 24- 26 მარტს ქ. თელავში გამართულ საპარლამენტო დებატების ჩემპიონატის გამარჯვებული გახდნენ. პროექტში ,,სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერა საგანმანათლებლო დებატების გზით“ ბსუ-ს 11 გუნდი (22 სტუდენტი) მონაწილეობდა. მათგან, მოდებატეები-იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი გვანცა ლომაძე და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი ნესტან ვარშანიძე ჩემპიონატის გამარჯვებულებად დასახელდნენ, ხოლო იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები: ქეთი ანანიძე, გვანცა ლომაძე, ილონა დიასამიძე და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრანტი დავით ფარტენაძე ტურნირის ათ საუკეთესო სპიკერში მოხვდნენ. დებატების ტურნირში საქართველოს სხვადასხვა სასწავლებლის 80 სტუდენტი მონაწილეობდა.

გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით. საპარლამენტო დებატების ტურნირზე ბათუმიდან მსაჯების რანგში მიწვეულნი იყვნენ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ცოტნე ანანიძე და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებელი ნიკოლოზ მეგრელიშვილი. პროექტი ფონდის ,,ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა