18-21 აპრილს, იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა ადამ მახარაძემ და ამავე ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ლევან ჯაყელმა მიმდინარე წელს მონაწილეობა მიიღეს ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ ბრნოში ჩატარებული ევროპის იურიდიული ფაკულტეტების მიერ გამართულ კონფერენციაში. შეხვედრაზე განიხილეს იურიდიული განათლების ძირითადი ასპექტები, განვითარების მიმართულებები და ტენდენციები. ასევე სამართლის სხვადასხვა დარგის აქტუალური საკითხების თეორიული და პრაქტიკული შრომის შედეგები. კონფერენციაზე შეიმუშავეს ასოციაციის განვoთარების დეკლარაცია, რომლის შემუშავებაშიც მივიღეთ აქტიური მონაწილეობა. განისაზღვრა მომდევნო წლის სამუშაო გეგმა, შეხვედრის ადგილი და დრო.
უკან |