ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები 2017 წლის 1 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით მონაწილეობას ღებულობდნენ ოჯახში ძალადობის თემაზე ჩატარებულ იმიტირებულ სასამართლო პროცესში. პროექტი საქართველოს შსს პოლიციის აკადემიასა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (GYLA) პარტნიორობით განხორციელდა და მასში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის გუნდები მონაწილეობდნენ. ბსუ-ს გუნდი ათ საუკეთესოში მოხვდა შემდეგი შემადგენლობით: მეგი ბაკურიძე, ლინდა დიასამიძე, ილონა დიასამიძე, ნანა ბერიძე, თინათინ კარანაძე. სტუდენტები დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით, წიგნებით და სხვა საჩუქრებით.
გამარჯვებული გუნდის ინიციატივით, ბსუ-ს ბიბლიოთეკას გადაეცა სახელმძღვანელო ,,საერთაშორისო სამართლის პრინციპები“.
უკან |