იურიდიული ფაკულტეტი

საკარო ლექცია:“გენდერული ძალადობის ღია და ფარული ფორმები”

სურათი

25 და 26 აპრილს,  ქალაქ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავშირი საფარის სპეციალისტებმა ჩაატარეს ტრენინგი და საჯარო ლექცია თემაზე: “გენდერული ძალადობის ღია და ფარული ფორმები”. ტრენინგი მოიცავდა შემდეგ საკითხებს:- გენდერი, გენდერულად მოტივირებული დისკრიმინაცია, გენდერული თანასწორობისათვის ბრძოლა და აქტივიზმი,სექსუალური შევიწროება, როგორც გენდერული დისკრიმინაციის გამოხატულება და საკითხის სამართლებრივი რეგულირება, როგორ დავიცვათ თავი და როგორ დავეხმაროთ სხვას;

ლექციისა და ტრენინგის ფარგლებში სტუდენტებმა ნახეს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი. ტრენინგი წარიმართა დისკუსიის რეჟიმში, სტუდენტებს  შესაძლებლობა ჰქონდათ ინფორმაცია მიეღოთ მათთვის აქტუალურ თემებზე და ასევე გაეზიარებინათ თავისი შეხედულებები. ოცამდე სტუდენტს გადაეცა სერტიფიკატი.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა