საქართველო-უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისადმი მიძღვნილი ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა თემაზე: „უკრაინა და საქართველო, დიპლომატიური ურთიერთობები, საერთაშორისო კავშირები, კულტურული დიპლომატია“. ორდღიან სამეცნიერო სესიაზე ქართველი, უკრაინელი, პოლონელი, რუმინელი პროფესორ-მასწავლებლები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დარგის აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. სამეცნიერო კონფერენციის მუშაობა სამ სექციაში წარიმართება და წარმოდგენილი იქნება 40-მდე სამეცნიერო მოხსენება.
უკან |