იურიდიული ფაკულტეტი

სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია

სურათი

იურიდიულ ფაკულტეტის სტუდენტები საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობენ. სისხლის სამართლის მიმართულებით რვა მოხსენება იყო წარმოდგენილი. მომხსენებლებმა წაიკითხეს მოხსნებები თემებზე: „დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება“, „დანაშაულის მცდელობის შემადგენლობის სუბიექტური მხარე“, „მოძალადისა და მსხვერპლის სამართლებრივი და სამედიცინო-ფსიქოლოგიური მდგომარეობა ოჯახური ძალადობის მაგალითზე“ „სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ასაკი“, „თეორიები სასჯელის მიზნებზე“,ინიძე, „ვიქტიმოლოგია“, „ევთანაზია და საკანონმდებლო პრობლემები“, და „ისლამისა და ტერორიზმის კანონები“.

მეორე სექცია საჯარო და კერძო სამართლის მიმართულებით მუშაობას დაიწყებს 02 ივნისს, წარმოდგენილი იქნება 8  მოხსენება: „სიამის ტყუპები, როგორც სამართლის სუბიექტი“, „დრო, როგორც ხდომილების ჯგუფის იურიდიული ფაქტი“,  „ხელისუფლების დანაწილების უარყოფითი მხარეები“, „უხარისხო პროდუქციით მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობის სამართლებრივი პრობლემა ქართულ და ევროპულ კანონმდებლობათა მიხედვით“,  „ონლაინ სესხების პრობლემები“,  „წინარე ხელშეკრულებები კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში“, „რუსეთის მიერ საქართველოს ანექსია, ისტორიული და სამართლებრივი ასპექტები“  და „თანაზომიერების პრინციპის კონსტიტუციური საფუძვლები“.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა