ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის ოთხმა სტუდენტმა: ქეთევან ანანიძემ, მარიამ ორაგველიძემ, სალომე კოსტავამ და რამინ მაჭარაშვილმა იურიდიულ დეპარტამენტში სტაჟირება წარმატებით გაიარა. სტუდენტებს საშუალება მიეცათ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების. იურიდიული დეპარტამენტის პერსონალის კოორდინირებით მომავალი სამართალმცოდნეები ასრულებდნენ დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობებს, ამზადებდნენ სამართლებრივი აქტების პროექტებს და სასამართლო/სააღსრულებო დოკუმენტაციას. ახალგაზრდები ასევე მონაწილეობას ღებულობდნენ სასამართლო პროცესებში, სააღსრულებო წარმოებაში საქმეების წარმართვაში. იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა ადამ მახარაძემ სტაჟიორი სტუდენტები სერთიფიკატებით დააჯილდოვა და წარმატებები უსურვა.
უკან |