„მნიშვნელოვანი რეფორმები ნარკოპოლიტიკისა და მართლმსაჯულების სფეროში“-ამ თემაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა. EMC-ის წარმომადგენლებმა სტუდენტებს დანაშაულების გამოძიების, ნარკოპოლიტიკის მუშაობისა და ადამიანების უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ყურადღება გაამახვილეს პოლიციისა და მოქალაქის ურთიერთობისას უფლებების დაცვის გარანტიებსა და ამ მიმართულებით დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე.
უკან |