ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელთან გაეროში გიორგი ტუმასიანთან. ახალგაზრდა დიპლომატმა სტუდენტებთან ისაუბრა შემდეგ თემებზე: გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის მანდატი; გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების წესრიგი; გაეროს რეზოლუცია ახალგაზრდობის როლზე მშვიდობის მშენებლობის პროცესში; შერიგების პოლიტიკა საქართველოში და ახალგაზრდების როლი ამ პროცესში.
შეხვედრა ბსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა.
უკან |