ბსუ-ს აკადემიურმა პერსონალმა სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტის ტრენინგში მიიღო მონაწილეობა
20 ოქტომბერი 2023 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივესიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მაია ძაძამიამ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნანა მაზმიშვილმა მონაწილეობა მიიღეს 16-20 ოქტომბერს, ქალაქ სტოკჰოლმში (შვედეთი), სამეფო ტექნოლოგიურ ინსტიტუტში გამართულ ტრენინგში. ინტენსიური, ინტერაქტიული ტრენინგი „უმაღლესი განათლების გაძლიერება“ მოიცავდა თანამედროვე სამუშაო ბაზარზე არსებული მოთხოვნების და უმაღლესი განათლების სისტემის შინაარსისა და სტრუქტურის მისადაგებას ინოვაციური მიდგომების და სწავლება/სწავლის ეფექტიანობის გაზრდის უზრუნველყოფის გათვალისწინებით. სწავლების სტრატეგიული თემები ეხებოდა შედეგზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების მეთოდების მნიშვნელობას, შეფასების მეთოდებს, სწავლების ხარისხის სტრატეგიულ საკითხებს, პროფესორ-მასწავლებლების სამუშაო დატვირთვის გამარტივების გზებს და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
სრულად