13 მაისი 2019 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს ალექსანდრე ხარაზიშვილის საჯარო ლექციების ციკლი დაიწყო თემაზე: „ლექციები სიმრავლეთა თეორიაში, ზომის თეორიასა და კომბინატორულ გეომეტრიაში“. მომხსენებელი ხუთი დღის განმავლობაში სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს თანამედროვე მათემატიკის განვითარებადი დარგების: სიმრავლეთა თეორიის, კომბინატორიული გეომეტრიისა და ზომის თეორიის აქტუალურ საკითხებს გააცნობს. ლექციების ციკლი აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში იმართება.