ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

შვედეთში პროექტის „INTERTOOL“ ფარგლებში სემინარი გაიმართა

სურათი

26-30 აგვისტოს,  შვედეთში, ქალაქ სტოკჰოლმში გაიმართა ტრენინგები შვედური ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული  პროექტის: “ინტერნაციონალიზაციის ინსტრუმენტების, პრაქტიკისა და პერსონალის კომპეტენციების მოდერნიზება სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის უნივერსიტეტებში – INTERTOOL“  ფარგლებში.  პროექტის კოორდინატორია შვედეთის სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (KTH) საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახური და მასში ჩართულია უკრაინის, სომხეთის, მოლდოვასა და საქართველოს 8 უნივერსიტეტი.  პროექტის მიზანია პარტნიორი უნივერსიტეტების პერსონალის უნარების განვითარება საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესების ინტერნაციონალიზაციის,  საერთაშორისო პროექტების  შექმნისა და ეფექტური მართვის  საკითხებში.

 

ხუთდღიანი სემინარი ითვალისწინებდა როგორც მასპინძელი, ასევე პარტნიორი უნივერსიტეტების  გამოცდილების გაზიარებას, დაფინანსების სხვადასხვა წყაროების შესაძლებლობების,  შვედეთის განათლების სისტემისა და KTH-ის ძლიერი მხარეების გაცნობას.  ჯგუფში მუშაობის დროს მონაწილეებმა  პრაქტიკულად  შექმნეს სხვადასხვა საპროექტო განაცხადის მოდელი. შეხვედრა მიზნად ისახვდა აგრეთვე თანამშრომლობის ახალი ქსელის ინიცირებას და  საპროექტო განაცხადებისთვის იდეების გენერირებას.

საქართველოს გუნდი პროექტში წარმოდგენილი იყო 5 წევრით: ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ლელა თურმანიძე, დეკანის მოადგილე ასისტენტ პროფესორი ნინო ცინარიძე,  კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ვახტანგ ბერიძე, ევროპეისტიკის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი ნანა მაზმიშვილი და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი თეა კორძაძე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა