ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

სამეცნიერო სემინარი „კომპიუტერული მოდელირების მათემატიკური საფუძვლები“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა და მათემატიკის დეპარტამენტებისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხე¬ლიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა სამეცნიერო სემინარი თემაზე: „კომპიუტერული მოდელირების მათემატიკური საფუძვლები“. პროფესორმა ჰამლეტ მელაძემ, ასისტენტ პროფესორმა ელზა ჯინჭარაძემ და დოქტორანტმა ზურაბ მესხიძემ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს დარგის აქტუალური საკითხები გააცნეს.
   
პროფესორი ჰამლეტ მელაძე - ინფორმატიკა და მათემატიკა ფორმულების გარეშე 

  • თანამედროვე კომპიუტერული სისტემების მიმოხილვა;
  • რა არის ინფორმატიკა და რა უნდა ვასწავლოთ? რა ტენდენციებია მსოფლიოში ინფორმატიკის სწავლების მიმართულებით? რა სჭირდება ქვეყანას?
  • მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირება;
  • როგორ გამოიყენება მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირების იდეები ეკონომიკაში, ეკოლოგიაში, სოციალურ მეცნიერებებში, მედიცინაში. დინამიური ქაოსი და სტრუქტურები (სინერგეტიკა);
  • ინფორმატიკა და ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  • ოქროს კვეთა და ვეფხისტყაოსანი. ოქროს კვეთა და ჯვრის მონასტერი.

ასისტენტ პროფესორი ელზა ჯინჭარაძე - მომხმარებლის კიბერჰიგიენა 

  • ინსაიდერული საფრთხეები
  • მავნე პროგრამული უზრუნველყოფების კლასიფიკაცია
  • დაინფიცირების გზები და ნიშნები
  • ფიშინგის ტექნოლოგია
  • პაროლების უსაფრთხოების პრინციპები, ორმაგი აუთენტიფიკაცია
  • კიბერსაფრთხეები მოგზაურობის დროს
  • უკაბელო ინტერნეტის უსაფრთხოება
  • როგორ დავიცვათ პირადი ინფორმაცია ინტერნეტში
  • უსაფრთხო კომუნიკაციის მეთოდები
  • საბანკო აქტივების დაცვის საშუალებები
  • როგორ დავიცვათ თავი ინტერნეტ თაღლითებისგან და სხვა საფრთხეებისგან პრევენცია!

დოქტორანტი ზურაბ მესხიძე - ვირტუალური რეალობა  

  • ვირტუალური რეალობის მიმოხილვა
  • დამატებითი რეალობის მიმოხილვა
  • ვირტუალური და დამატებითი რეალობის გამოყენება საგანმანათლებლო სისტემაში
  • ვირტუალური და დამატებითი რეალობის გამოყენება მედიცინაში
  • ვირტუალური და დამატებითი რეალობის გამოყენება 3-განზომილებიან მოდელირებაში
  • ვირტუალური და დამატებითი რეალობის გამოყენება ტურიზმში.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა