ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

დისკუსია თემაზე: „მედიის როლი საზოგადოებაში სიძულვილის ენის წინააღმდეგ“

სურათი

4 მაისს, 14:00 საათზე, Zoom-ის ონლაინ პლატფორმაზე, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება დისკუსია თემაზე:  „მედიის როლი საზოგადოებაში სიძულვილის ენის წინააღმდეგ“.

დებატი ტარდება ევროპის საბჭოს, ანტიდისკრიმინაციული დეპარტამენტის DG-II პროექტის ,,დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ხელშეწყობით, კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში.

შემოგვიერთდით,დასვით თქვენთვის სასურველი, თემასთან დაკავშირებული კითხვები. თქვენ კითხვებს უპასუხებს ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თავმჯდომარე, იურისტი ასლან ჭანიძე.

 

დებატზე განსახილველი  საკითხებია:

  • განსხვავებული აზრის, ეროვნების, სარწმუნოებისა და კულტურის მქონე ადამიანების  პატივისცემის აუცილებლობა
  • სიძულვილის ენის გამოხატვის საშუალებები
  • სიძულვილის ენის მკაცრი გამოვლინებები
  • რა მიიჩნევა საშუალო სიმძიმის სიძულვილის ენად
  • სოციალური მედია და კომენტარი
  • ძირითადი წესები, რომელიც უნდა დაიცვას მედიამ
  • კითხვები, რომელიც ჟურნალისტმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს
  • საზოგადოებაზე სიძულვილის ნეგატიური და პოზიტიური    ზემოქმედების საშუალებები

შეხვედრას მოდერაციას გაუწევს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის  ასოც. პროფესორი ნატო შეროზია.

რეგისტრაციის ფორმა


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა