ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ონლაინდისკუსია თემაზე: „მედიის როლი საზოგადოებაში სიძულვილის ენის წინააღმდეგ“

სურათი

ევროპის საბჭოს ანტიდისკრიმინაციული დეპარტამენტის DG-II-ის პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ხელშეწყობით, კამპანიის  „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში ჩატარდა  ონლაინდისკუსია თემაზე: „მედიის როლი საზოგადოებაში სიძულვილის ენის წინააღმდეგ“.  დისკუსია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ინიციატივით გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა, ფსიქოლოგებმა, დემოკრატიის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა, საზოგადოებრივი მაუწყებლობის აჭარის ტელევიზის და რადიოს  სოციალური მედიის მენეჯერმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა. 

დისკუსიაზე დასმულ კითხვებს პასუხი გასცა თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თავმჯდომარემ, იურისტმა ასლან ჭანიძემ, ხოლო შეხვედრას მოდერაცია  გაუწია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის  ასოცირებულმა პროფესორმა ნატო შეროზიამ.

დისკუსიაზე დაისვა კითხვები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა:          

  • განსხვავებული აზრის, ეროვნების, სარწმუნოებისა და კულტურის მქონე ადამიანების  პატივისცემის აუცილებლობა;
  • სიძულვილის ენის გამოხატვის საშუალებები;
  • სიძულვილის ენის მკაცრი გამოვლინებები;
  • რა მიიჩნევა საშუალო სიმძიმის სიძულვილის ენად;
  • სოციალური მედია და კომენტარი;
  • ძირითადი წესები, რომელიც უნდა დაიცვას მედიამ;
  • კითხვები, რომელიც ჟურნალისტმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს;
  • საზოგადოებაზე სიძულვილის ნეგატიური და პოზიტიური    ზემოქმედების საშუალებები.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა