ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

„ერაზმუს+“-ის საგრანტო პროექტის Love Distance მენეჯმენტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სურათი

„ერაზმუს+“-ის საგრანტო პროექტის „სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლებისა და სწავლის გამოყენებით“ (Learning Optimization and Academic Inclusion Via Equitative Distance Teaching and Learning -  Love Distance) მენეჯმენტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს პროექტის მიმდინარეობის დეტალები და დაიგეგმა მისი  განხორციელების მომდევნო ეტაპები. პროექტის მიზანია, უზრუნველყოს ისრაელსა და საქართველოში ისეთი პროგრამების/კურსების/სასწავლო მასალების შემუშავება და დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობს დისტანციური სწავლების გზით სტუდენტების ინტეგრაციას საგანმანათლებლო სისტემაში.

სასწავლო მასალები ასევე ითვალისწინებს ინკლუზიური უმაღლესი განათლების წვდომისა და ხარისხის გაუმჯობესებას სწავლის ხელშემწყობი სერვისების გაძლიერებით/უზრუნველყოფით.

პროექტი ორიენტირებულია განსაზღვრულ სამიზნე ჯგუფებზე, კერძოდ ეთნიკურ უმცირესობებზე, არახელსაყრელ პირობებსა და პერიფერიულ ადგილებში მცხოვრებ ქალებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებზე. პროექტის მიზნების მისაღწევად, დაგეგმილია ბსუ-ს აღჭურვა დისტანციური სწავლების სპეციალური აუდიტორიით, ტრენერთა ტრენინგების ფარგლებში მიღებული ცოდნის საფუძველზე დისტანციური სასწავლო კურსების პილოტირება და მიღებული გამოცდილების გაზიარება უნივერსიტეტის პერსონალისათვის. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა