2 მარტი 2023 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა უფლებების ცენტრს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი ეწვია. შეხვედრაზე ღასან ხალილმა ბსუ-ს ბავშვთა უფლებების ცენტრის მიღწევებზე ისაუბრა და ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, სამომავლო გეგმებზე იმსჯელა. ღონისძიების ფარგლებში შემუშავდა ბსუ-ს ბავშვთა უფლებების ცენტრის განვითარებისა და მდგრადობის გეგმა.