18 მაისი 2023 წელი
                            
							
	17 და 18 მაისს, ევროკავშირის ,,Erasmus+"- ის პროექტის  ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უნივერსიტეტებში - DITECH ფარგლებში საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებისთვის ჩატარდა ტრენინგი „ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლება-სწავლის პროცესში“ (ტრენერი -  ასისტენტ პროფესორი ნინო სამნიძე). ტრენინგზე განიხილეს საგანმანათლებლო ვიდეოების შექმნისა და ტექნოლოგიურად გამდიდრებული სწავლების ინოვაციური სტრატეგიები, იმსჯელეს წარმოდგენილი პლატფორმების სასწავლო პროცესში გამოყენების შესაძლებლობებზე. განიხილეს შემდეგი ციფრული, საგანმანათლებლო პლატფორმები: Edpuzzle, Genially, Mentimeter, Slido, Bamboozle. 
	ტრენინგის მონაწილეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს აღნიშნული პლატფორმების მიმართ და აქტიურად იყვნენ ჩართული პრაქტიკულ სამუშაოებში.