ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

„ინკლუზიური განათლება საქართველოში - მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები - 2024“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მეორე ეროვნულ კონფერენციას „ინკლუზიური განათლება საქართველოში - მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები - 2024“ მასპინძლობს. ორდღიანი კონფერენციის მიზანია ქართულ აკადემიურ სფეროს წარმოუდგინოს ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევის შედეგები. კონფერენციაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან ერთად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული უნარების სააგენტოსა და საქველმოქმედო ფონდის „საქართველოს კარიტასი“ წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

 

კონფერენციის პლენარული სხდომა გაიხსნა თსუ-ს პროფესორის თამარ გაგოშიძის მოხსენებით თემაზე „დისლექსიის ადრეული იდენტიფიკაცია და პრევენცია დაწყებით მოიცავს. კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი მოხსენებები უმაღლესი განათლების მისაწვდომობის, ინკლუზიური  განათლების ახალი მხარდამჭერი სისტემის, ინკლუზიური  პროფესიული  განათლების,  სსსმ და შშმ პირებზე ორიენტირებული სერვისების, სპეციალური  მასწავლებლის, როგორც ინკლუზიური განათლების დანერგვის ხელშემწყობი რგოლის  მომზადებისა და ხარისხიანი ინკლუზიური განათლებისთვის მნიშვნელოვან სხვა აქტუალურ საკითხებს ეხება.

კონფერენციის  თემატიკა:

• თანამედროვე მიდგომები განათლების სისტემაში: UDL -  სწავლის უნივერსალური დიზაინი და RTI-ინტერვენციაზე პასუხის მოდელი;

• მოსწავლეთა/სტუდენტთა მხარდამჭერი გუნდები და მომსახურებები;

• სოციალური და ემოციური კეთილდღეობის როლი ეფექტურ სწავლებაში; 

• სასწავლო დაწესებულებაში ჩარიცხვა და ტრანზიცია;

• ინკლუზიური განათლების დანერგვა უმაღლეს სასწავლებლებში;

• ინკლუზიური სამუშაო ადგილი;

• ინკლუზიური საზოგადოება;

• ადრეული ინკლუზიური განათლება;

• ინკლუზიური პროფესიული განათლება.

 

კონფერენციას საფუძველი ჩაეყარა 2019-2023 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) კოორდინაციით განხორციელებული „ერაზმუს+“-ის პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ (Curriculum Innovation for Social Inclusion - CISI) ფარგლებში, რომელშიც ჩართული იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პირველი კონფერენცია ჩატარდა 2023 წლის 29-30 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობაში შედიან როგორც ბსუ-ს, ასევე თსუ-ს წარმომადგენლები.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა