
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ერთობლივ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე „განათლების მეცნიერებები“:
პროგრამის განმახორციელებელი უნივერსიტეტები: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აწსუ), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბსუ), იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თესაუ).
სადოქტორო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:
-
განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის ფლობა ან ნებისმიერი მიმართულების მაგისტრის ხარისხი და განათლების სფეროში ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და განათლების სფეროში 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება
-
გამოცდა ინგლისურ ენაში (B2 დონე)
-
თუ აპლიკანტს უცხო ენის სწავლების დიდაქტიკის მიმართულებით აქვს დაგეგმილი სადოქტორო კვლევა, მას დამატებით მოეთხოვება სათანადო ენის ცოდნა C1 დონეზე.
-
გამოცდა პედაგოგიკაში (მისაღები გამოცდის თემატიკა იხილეთ ბმულზე)
-
საკვლევი თემის განვითარების ხედვა წერილობით (სადოქტორო კვლევის მიმართულებები);
-
გასაუბრება საკვლევი თემის ირგვლივ (იხ. შეფასების კრიტერიუმები);
-
სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა.
მნიშვნელოვანი თარიღები „განათლების მეცნიერების“ სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთათვის:
ა) დოკუმენტაციის მიღება - 22 – 29 აგვისტო; 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე დოკუმენტაციის მიღება მოხდება ელექტრონულად შემდეგ მისამართზე:
https://uni-can.tsu.ge/login?returnUrl=%2F (მისამართი გააქტიურდება 22 აგვისტოს)
ბ) გამოცდა უცხო ენაში(ინგლისური, ფრანგული, გერმანული) (მისამართი: თსუ ბიბლიოთეკა - თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა #11) - 4 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 8 სექტემბერი (14:00 საათი);
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება -8 სექტემბერი-10 სექტემბერი (14:00 -საათამდე);
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 10 სექტემბერი;
ვ) დოქტორანტობის იმ კანდიდატთათვის, რომლებმაც დაადასტურეს/ჩააბარეს გამოცდა გერმანულ ან ფრანგულ ენაში:
გამოცდა ინგლისურ ენაში -11 სექტემბერი
(მისამართი: თსუ ბიბლიოთეკა - თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა #11)
-
ინგლისური ენის გამოცდის შედეგების გამოცხადება - 12 სექტემბერი;
-
ინგლისური ენის გამოცდის შედეგების გასაჩივრება– 13-14 სექტემბერი;
-
ინგლისური ენის გამოცდის აპელაციის შედეგების გამოცხადება-15 სექტემბერი;
კ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 11-12 სექტემბერი
(მისამართი: თსუ III კორპუსი, თბილისი, ჭავჭავაძის #11)
ლ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 15 სექტემბერი;
მ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება – 16-17 სექტემბერი
ნ) აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 18 სექტემბერი;
ო) გასაუბრება საკვლევი თემის ირგვლივ (დისტანციურად) – 18 სექტემბერი;
პ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 22 სექტემბერი
ბსუ-ში ჩარიცხვის უფლების მქონე დოქტორანტები ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა გამოცხადდნენ მისამართზე: ბათუმი, რუსთაველის 32, #213 ოთახი და წარმოადგინონ რეგისტრაციისას წარდგენილი ელექტრონული დოკუმენტაციის ორიგინალები.
ჟ) დოქტორანტთა ჩარიცხვის ბრძანების გამოცემა - 23 სექტემბერი.
დოქტორანტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის წარსადგენი დოკუმენტაცია:
ა)განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე (იხ.ფორმა);
ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი ( 2025 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ
გაცემული);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
ზ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
თ) შესაბამის სფეროში ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ი) საკვლევი თემის განვითარების ხედვა წერილობით;
კ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში),
ლ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მ) ფოტოსურათი (3X4) ;
შენიშვნა: ა. ბსუ-ს დოქტორანტურის დებულების შესაბამისად, დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი შეიძლება იყოს ბსუ-ს, თსუ-ს, აწსუ-ს და თესაუ-ს პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში სადოქტორო თემის შესაბამისი მიმართულებით აქვს Web of Science (Clarivate Analytics), Scopus ბაზებში ინდექსირებულ რეფერირებად/რეცენზირებად (peer-reviewed) ჟურნალში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი და ბოლო ათი წლის განმავლობაში მონაწილეობდა სამეცნიერო საგრანტო პროექტში ძირითადი პერსონალის სტატუსით. (პოტენციური სამეცნიერო ხელმძღვანელის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებ. გვერდზე)
ბ. ერთი პირის მიერ დასაშვებია ერთდროულად ორი დოქტორანტის ხელმძღვანელობა.
გ. 2025-2026 სასწავლო წლისთვის სადოქტორო პროგრამაზე ბსუ-ს მისაღები კონტინგენტია 3 დოქტორანტი.
საკონტაქტო პირი - მარიამ მურჯიკნელი, 599 899 864 (ორშაბათი - პარასკევი 10:00 – 17:00 სთ), mariam.murjikneli@tsu.ge