1 სექტემბერი 2025 წელი

15–19 სექტემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „მაღალი ენერგიების ფიზიკის ახალი ტენდენციები - 2025 „New Trends in High-Energy Physics – 2025“. მრავალდისციპლინური საერთაშორისო კონფერენცია ეძღვნება თანამედროვე მაღალი ენერგიების ფიზიკაში წამყვანი თემების განხილვას. მიზანია წამყვანი მეცნიერებისა და ახალგაზრდა მკვლევრების შეკრება, თანამშროლობის გაღრმავება და ფუნდამენტური ფიზიკის მიღწევების პოპულარიზაცია.
კონფერენცია ეძღვნება პროფ. ლასლოჟ იენკოვსკის (Laslo Jenkobski) (1942–2025) ხსოვნას — New Trends in High-Energy Physics სერიის დამაფუძნებელს და შთამაგონებელ ლიდერს. ის კონფერენციის ორგანიზების პროცესში 2025 წლის 16 აგვისტოს გარდაიცვალა, ამიტომ კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტმა გადაწყვიტა კონფერენცია მიუძღვნას მის ხსოვნას.
კონფერენციის ვებგვერდი განთავსებულია ცერნის სერვერზე:
https://indico.cern.ch/event/1501140/overview
კონფერენციის თემატიკა:
-
LHC-ის ფიზიკა (Physics at the LHC)
-
სტანდარტული მოდელი და მის მიღმა; ნეიტრინო ფიზიკა (The Standard Model and beyond; neutrino physics)
-
ანალიტიკური თვისებები, უნიანარიტეტი, ჯვარედინი ცვლილებები, დუალიტეტი (Analyticity, unitarity, crossing, duality)
-
ელასტიკური და დიფრაქციული გავრცელება ჰადრონებზე და ბირთვებზე (Elastic and diffractive scattering of hadrons and nuclei)
-
სპინი და პოლარიზაცია (Spin & polarization)
-
ღრმა არაელასტიკური გავრცელება, მრავალნაწილაკიანი დინამიკა (Deep inelastic scattering, multiparticle dynamics)
-
ბირთვული მატერია ექსტრემალურ პირობებში; NICA და FAIR ექსპერიმენტები (Nuclear matter at extreme conditions; physics at NICA and FAIR)
-
პროგრესი კვანტურ ველთა თეორიაში, კონფინამენტი, აგდებული მატერია (Advances in quantum field theory, confinement, condensed matter)
-
გაჯერება და ფაზის გადასვლა დიდ (pp) და მცირე (ep) სისტემებში (Saturation and phase transition in large (pp) and small (ep) systems)
-
აკსელერატორთან არამიბმული ფიზიკა, კოსმოსური სხივები (Non-accelerator physics, cosmic rays)
-
ასტროფლაგტიკიკა, გრავიტაცია და კოსმოლოგია (Astroparticle physics, gravitation and cosmology)
-
დიდმასშტაბიანი აკსელერატორული ინფრასტრუქტურებისთვის გათვლები (Computing for Large Scale Accelerator Facilities)
-
ახალი დეტექტორები, მონაცემთა ანალიზის ტექნიკა, ნუკლეორული უსაფრთხოება (New detector, data analysis technique, nuclear safety)
-
მძიმე იონების ფიზიკა LHC–ზე და EIC (Heavy Ion physics at the LHC and EIC)
-
კიბერ-თერაპია (Cancer beam therapy)
-
მომავლის ინფრასტრუქტურები (Future facilities)
კონფერენციზე რეგისტრირებულია 50-მდე მოხსენება, მათ შორის 38 უცხოეთიდან. საქართველო, აშშ, კანადა, გერმანია, უკრაინა, პოლონეთი, სომხეთი, უნგრეთი, იტალია, ესპანეთი, ჩინეთი, იაპონია, ინდოეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, აზერბაიჯანი, მაროკო, შვეიცარია (CERN), თურქეთი, საფრანგეთი.