23 ოქტომბერი 2025 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, ციცინო სარაჯიშვილის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას უნივერსიტეტის რექტორი ტიტე აროშიძე, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს ქალბატონი ციცინო სარაჯიშვილის მიღწევებზე, პროფესიულ დამსახურებებსა და პიროვნულ ღირსებებზე. უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ, ქალბატონ ციცინოს იუბილე მიულოცა და ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისთვის მადლობის სიგელი გადასცა.
პროფესორს ასევე იუბილე მიულოცეს და მის ღვაწლზე ისაუბრეს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა ლელა თურმანიძემ და პროფესორ-მასწავლებლებმა. ციცინო სარაჯიშვილი მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. გამოირჩევა, როგორც უაღრესად მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, კომპეტენტური აკადემიური პირი, სტუდენტების საყვარელი ლექტორი და თანამშრომლებისთვის საუკეთესო კოლეგა.