
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით UNICEF საქართველოს ორგანიზებით 27 ნოემბერს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ბავშვის უფლებების ცენტრში, გაიმართა სემინარი მედიაწიგნიერების შესახებ.
სემინარზე მომავალმა მასწავლებლებმა განიხილეს თუ რა გამოწვევებია დღეს ამ მიმართულებით, როგორ გადააქცევს მედიაწიგნიერება ინფორმაციას ცოდნად და როგორ უნდა დაიცვას თავი პიროვნებამ დეზინფორმაციისა და კიბერსაფრთხეებისგან.
| უკან |












