ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ბსუ-ში AI-ის პასუხისმგებლიან გამოყენებაზე სემინარი გაიმართა

სურათი

ბსუ-ს 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით  გაეროს ბავშვთა ფონდისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრის ორგანიზებით, 27 ნოემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სემინარი აკადემიური პერსონალისთვის - "ხელოვნური ინტელექტი აკადემიისთვის: ცნობიერებიდან მოქმედებამდე".

სემინარზე იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სწავლებისა და კვლევისთვის, როგორ იცვლება სასწავლო გარემო ახალი ტექნოლოგიების გავლენით და რა ნაბიჯებია საჭირო AI-ს პასუხისმგებლიანი გამოყენებისათვის.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა