20 ნოემბერი 2025 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „Erasmus+“-ის საგრანტო პროექტის „პროფესიული განათლებისა და სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა მენტორინგისა და ტუტორინგის სისტემით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში" (PROMENT) გუნდის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე გუნდის წევრებმა განიხილეს პროგრამის იმპლემენტაციის ეტაპი, შეაფასეს პროგრამის დანერგვაში არსებული გამოწვევები და შეიმუშავეს მენტორობის და ტუტორობის პროგრამის განვითარების სტრატეგია.
სამწლიანი პროექტი „პროფესიული განათლებისა და სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა მენტორინგისა და ტუტორინგის სისტემით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში" (PROMENT) ბსუ-ს მონაწილეობით 2023 წლიდან ხორციელდება.