ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ადამიანის უფლებათა დაცვის დღე მახინჯაურის საჯარო სკოლაში

სურათი

10 დეკემბერს,  ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის  ბავშვთა უფლებების ცენტრის თანამშრომლები ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლას ეწვივნენ.

ზუსტ მეცნიერებათა  და განათლების ფაკულტეტის პროფესორმა ლელა თავდგირიძემ და ასოცირებულმა პროფესორებმა: დიანა ახვლედიანმა და დალი დობორჯგინიძემ, სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით გამოცემული მონოგრაფია: „უსაფრთხო სკოლის ოპტიმალური მოდელის გამოვლენა საქართველოს სოციალურ კონტექსტში“ და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში გამოცემული სახელმძღვანელო: „როგორ ჩამოვაყალიბოთ დამოუკიდებელი მასწავლებლები: მეტაკოგნიტური, თვით-რეგულატორული   და სასწავლო უნარების სწავლება - პრაქტიკოსების გზამკვლევი“. ასევე, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თათია ნაკაშიძემ ჩაატარა სემინარი თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი  და უსაფრთხო გამოყენება სასწავლო  პროცესში“.

შეხვედრას ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის დირექტორი  რუსუდან დავითაძე, პედაგოგები და მოსწავლეები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა