30 დეკემბერი 2025 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმატებით ახორციელებს თანამშრომლობას აჭარის ა/რ განათლებისა და სპორტის სამინისტროსთან უცხოეთში სტაჟირების (ევროოდისეა) პროგრამის ფარგლებში.
აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, უნივერსიტეტი ყოველწლიურად მასპინძლობს ბელგიელ და ფრანგ სტაჟიორებს, რომლებიც სტუდენტებისთვის ფრანგული და ინგლისური ენების პრაქტიკულ მეცადინეობებს უძღვებიან.
მიმდინარე სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, ბსუ-ს ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრმა უმასპინძლა ბელგიელ სტაჟიორს, ჟოფრე მილკეს. სტაჟიორი, ასისტენტ-პროფესორ ნათია აბაშიძის ხელმძღვანელობით, აქტიურად იყო ჩართული სასწავლო პროცესში და ფრანგული ენის პრაქტიკულ კურსს უძღვებოდა რომანული ფილოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტებთან.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავაც აქტიურად გააგრძელებს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობას, რაც ხელს უწყობს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციას, სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის პრაქტიკული გამოცდილების შეთავაზებას და ინტერკულტურული კომპეტენციების განვითარებას.