1 აპრილი 2025 წელი

აჭარის არ განათლების და სპორტის სამინისტროს, ააიპ აჭარის განათლების ფონდის მიერ ორგანიზებულ შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN) სტაჟირებაზე იმყოფებოდა 2025 წლის პედაგოგთა შესარჩევი კონკურსის გამარჯვებული ფიზიკის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი მირანდა ხაჯიშვილი.
დელეგაციის წევრებმა ერთი კვირის განმავლობაში, დაათვალიერეს სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია, ადგილზე ჩაატარეს ექსპერიმენტები, მოისმინეს ცერნში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ფიზიკოსების ლექციები თანამედროვე ფიზიკის საკითხებზე, მოისმინეს ცერნში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსების სემინარები თანამედროვე ფიზიკის საკითხებზე და მის როლზე მედიცინის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა დარგების განვითარებაში.
სტაჟირების დასასრულს, პროგრამის ხელმძღვანელმა - ჯეფ ვეინერმა ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადასცა.