ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ბსუ-ს ფიზიკის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული საჯარო ლექციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში

სურათი

2025  წლის 25 ნოემბერს  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტმა პროფესორ ნუგზარ ღომიძის ხელმძღვანელობით ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში ჩაატარა გასვლითი ლექცია, რომელსაც თან ახლდა საჩვენებელი ლაბორატორიული ექსპერიმენტები და ინტერაქტიული დემონსტრაციები. ღონისძიების მიზანი იყო თანამედროვე ფიზიკის პოპულარიზაცია და უნივერსიტეტსა და სკოლას შორის თანამშრომლობის გაღრმავება.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტმა 2025 წლის 1 დეკემბერს დაბა ქედის საჯარო სკოლაში ჩაატარა გასვლითი ლექცია თემაზე „სამყაროს ურთიერთქმედებანი“, რომლის ფარგლებში წარმოდგენილი იყო სადემონსტრაციო ლაბორატორიული ცდები და ვიზუალური მოდელირებები. ღონისძიება განხორციელდა ფიზიკის პოპულარიზაციის მიზნით და გამოირჩეოდა მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით.

მიმდინარე წლის 9 დეკემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტმა განთიადის საჯარო სკოლაში ჩაატარა მორიგი გასვლითი ლექცია თემაზე „თანამედროვე ტექნოლოგიების ფარული ძალა: მაგნეტიზმი და იშვიათმიწათა ელემენტები“, რომელიც განხორციელდა ფიზიკის პოპულარიზაციის მიზნით

2025 წლის 10 დეკემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტმა პროფესორ ნუგზარ ღომიძის ხელმძღვანელობით  ქალაქ ბათუმის №18 საჯარო სკოლაში ჩაატარა გასვლითი ლექცია თემაზე „ლაბორატორიები, რომლებიც სამყაროს შეცვლიან“, რომლის ფარგლებში განხილული იყო თანამედროვე სამეცნიერო ტექნოლოგიები და ფიზიკისა და ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული გამოყენება. ღონისძიება განხორციელდა ფიზიკის პოპულარიზაციის მიზნით და გამოირჩეოდა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით.

ფიზიკის პოპულარიზაციის ფარგლებში ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის №6 საჯარო სკოლაში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე „როგორ იქცევა კვანტური ფიზიკა რეალურ ტექნოლოგიებად“, რომლის ფარგლებში განხილული იყო კვანტური ფიზიკის ფუნდამენტური ცნებები და მათი გამოყენება თანამედროვე ტექნოლოგიებში. ლექცია გაიმართა ინტერაქტიულ ფორმატში და გამოირჩეოდა მოსწავლეთა მაღალი აკადემიური ინტერესით.

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის X კლასის მოსწავლეები პედაგოგისა და კლასის ხელმძღვანელის კახი კახიძის ინიციატივით 2025 წლის 19 დეკემბერს ეწვივნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტს,  ბსუ-ის ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორმა ნუგზარ ღომიძემ მოსწავლეებს გააცნო ფიზიკის ლაბორატორია და ფიზიკის დარგის თანამედროვე მიმართულებები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა