27 ნოემბერი 2025 წელი

მსოფლიო ბანკის (IBRD) მიერ დაფინანსებული და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტის „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q“ ფარგლებში, 27 ნოემბერს ქალაქ თბილისში გაიმართა STEAM კონკურსის „მომავლის საქართველო“ ეროვნული კონფერენცია და დაჯილდოების ცერემონია.
კონკურსში მონაწილეობდა სსიპ თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქობულეთის №3 საჯარო სკოლის ფიზიკის კლუბ „ინოვაციური იმპულსის“ მოსწავლეთა გუნდი, რომელმაც ასისტენტ პროფესორის მირანდა ხაჯიშვილის ხელმძღვანელობით წარადგინა პროექტი „მომავლის ქალაქი – მომავლის ქობულეთი“. გუნდმა აჭარა–გურიის რეგიონულ ეტაპზე პირველი ადგილი მოიპოვა.
ეროვნულ კონფერენციაზე ქობულეთის №3 საჯარო სკოლა საქართველოს შერჩეულ 30 გამორჩეულ სკოლას შორის დასახელდა და დაჯილდოვდა ფინალისტის სერტიფიკატით.