
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭომ, 2026 წლის 21 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტების ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას „ბავშვის უფლებები“, მიანიჭა უპირობო აკრედიტაცია.
„ბავშვის უფლებების“ სამაგისტრო პროგრამა უნიკალურია არა მხოლოდ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვისაც. იგი შემუშავდა გაეროს ბავშვთა ფონდისა და საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით. ახალი სამაგისტრო პროგრამის მიზანია ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პროფესიონალების მომზადება, იგი უზრუნველყოფს ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული კონკრეტული სამართლებრივი, სოციალური, საგანმანათლებლო, ფსიქოლოგიური და პოლიტიკის საკითხების სიღრმისეულ ცოდნას.
| უკან |
