
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ,,ერასმუს+"-ის მობილობის პროგრამით ეწვივნენ პეტრას უნივერსიტეტის (საბერძნეთი) პროფესორი, მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დიმიტროს გეორგიუ და რუსეს ანჟელ კანჩევის უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორები: ორლინ ტომოვი და ნიკოლაი გენკოვი.
ვიზიტორი პროფესორები მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის XVI საერთაშორისო კონფერენციაში. ასევე ისინი შეხვდნენ სტუდენტებს და პროფესორ მასწავლებლებს, დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და ისაუბრეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებზე.
| უკან |







