გასული საუკუნის 80-იან წლებში გამოთვლითი ტექნიკის განვითარებამ და მეცნიერებისა თუ წარმოების ყველა სფეროში კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებისა და ფართოდ დანერგვის აუცილებლობამ, ქვეყანაში მიმდინარე „ინფორმატიზაციის“ პროცესმა, დღის წესრიგში დააყენა დამოუკიდებელი კათედრის აუცილებლობა და 1992 წლის იანვარში შეიქმნა „გამოყენებითი მათემატიკისა და ინფორმატიკის“ კათედრა შემდეგი შემადგენლობით: დავით დევაძე - კათედრის გამგე, ციცინო სარაჯიშვილი, იბრაიმ დიდმანიძე, ასლან ბერაძე, მურმან დუმბაძე, ზაზა დავითაძე, ინჟინერ-პროგრამისტი ზებურ სურმანიძე, ლაბორანტები ზეინაბ ხალვაში და მაია მგელაძე.
თავდაპირველად კათედრის ტექნიკურ ბაზას შეადგენდა DBK-ს ტიპის რამდენიმე კომპიუტერი, რომლებიც მოგვიანებით შეცვალა IBM-ის ტიპის პერსონალურმა კომპიუტერებმა და „Yamaha“-ს ტიპის გამოთვლითი ტექნიკის სასწავლო კომპლექსმა. მოგვიანებით უკვე დაიწყო კომპიუტერული კლასების მოწყობა და შევსება ახალი თაობის პერსონალური კომპიუტერებით.
ტექნიკური ბაზის შევსების კვალდაკვალ კათედრას შეემატა ახალი პერსპექტიული კადრები, რომელთა უმრავლესობა დღეს უკვე დეპარტამენტში მუშაობს, ხოლო ნაწილი წარმატებით აგრძელებს საქმიანობას სხვადასხვა სფეროში. მათ შორის მალხაზ თავდგირიძე, ალექსანდრე ნადარეიშვილი, ირაკლი ჭავჭანიძე, ნოდარ ხინკილაძე, თენგიზ ხინიკაძე, ინგა სურმანიძე, ზაირა ჭურკვეიძე, მანანა ბერაძე, გოჩა დავითაძე, ამირან ფუტკარაძე, იზო ჟაბნიძე. საუნივერსიტეტო ცხოვრებაში პირველი ნაბიჯი სწორედ კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტიში დაიწყეს - ვლადიმერ ღლონტმა, ნუგზარ ღომიძემ, თამაზ თელიამ, გრიგოლ კახიანმა, იზო ჟაბნიძემ. კათედრის წევრთა რიგებს ნაადრევად გამოაკლდნენ ნიჭიერი ახალგაზრდა მეცნიერი ასლან ბერაძე და ღვაწლმოსილი პედაგოგი - ირაკლი გოგოლაძე.
უნივერსიტეტში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებების შესაბამისად, „გამოყენებითი მათემატიკისა და ინფორმატიკის“ კათედრის ბაზაზე 2006 წელს შეიქმნა კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი, რომელსაც 2013 წლამდე ხელმძღვანელობდა პროფესორი იბრაიმ დიდმანიძე.
2013 წლიდან 2022 წლამდე დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა პროფესორი დავით დევაძე. 2022 წლიდან კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტს ხელმძღვანელია ასოცირებული პროფესორი მიხეილ დონაძე. დღეისათვის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის შემადგენლობაში არინ: პროფესორი დავით დევაძე, ასოცირებული პროფესორები: ციცინო სარაჯიშვილი, მიხეილ დონაძე, ზებურ სურმანიძე, გულადი ფარტენაძე, ზაზა დავითაძე, ვახტანგ ბერიძე, ია მოწყობილი, ასისტენტ-პროფესორები: ელზა ჯინჭარაძე, ბესიკ ბერიძე, ასისტენტი ამირან შარაძე, დეპარტამენტის სპეციალისტი - თამილა ხალვაში, IT სპეციალისტი გიორგი იმნაიშვილი. მოწვეული პედაგოგები: ინეზა ჯორბენაძე, მავილე ქიძინიძე, მაია ბლადაძე, ნინო ბოლქვაძე.
დეპარტამენტში მუშაობა სამი სამეცნიერო მიმართულებით მიმდინარეობს: ალგორითმები და გამოთვლითი მეთოდები - ხელმძღვანელი პროფესორი დავით დევაძე, დაპროგრამება და მონაცემთა ბაზები - ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი გულადი ფარტენაძე, კომპიუტერული ქსელები და სისტემები ასოცირებული პროფესორი მიხეილ დონაძე.
დეპარტამენტი სწავლას ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ორ საფეხურზე: ბაკალავრიატში და მაგისტრატურაზე სპეციალობით „კომპიუტერული მეცნიერება“. სასწავლო პროცესი დაფუძნებულია უახლესი პროგრამული საშუალებების გამოყენებაზე, რაც განაპირობებს სასწავლო პროგრამების მუდმივი სრულყოფის აუცილებლობას, აპარატული და პროგრამული საშუალებების სისტემატური განახლების აუცილებლობას. აღსანიშნავია ასევე, რომ დეპარტამენტი ემსახურება ეკონომიკისა და ბიზნესის და ტურიზმის ფაკულტეტებს, სადაც იკითხება საგანი „საინფორმაციო ტექნოლოგიები ბიზნესში“, „ბლოკჩეინ ტექნოლოგიები“ და „IT აუდუტი“.
დეპარტამენტის წევრთა სამეცნიერო ინტერესების სფერო:
პროფესორ დავით დევაძის კვლევის საგანია ოპტიმალური მართვის ამოცანები პირველი რიგის კვაზიწრფივი დიფერენციალური განტოლებებისათვის რიმან-ჰილბერტისა და არალოკალური სასაზღვრო პირობების შემთხვევაში. მაქსიმუმის პრინციპის საფუძველზე შეისწავლება წრფივი ოპტიმალური მართვის ამოცანების ამოხსნის რიცხვითი ალგორითმები. შეუღლებული არალოკალური სასაზღვრო ამოცანებისათვის განიხილება განზოგადოებული ამონახსნის არსებობისა და ერთადერთობის საკითხები. მიღებული შედეგები გამოიყენება დრეკადობის, გარსთა, დიფუზიის, ელექტრომაგნეტიზმის და სხვა თეორიებში ოპტიმიზაციის ამოცანების განხილვისას.
ასოცირებული პროფესორი ციცინო სარაჯიშვილის სამეცნიერო ინტერესების სფეროს შეადგენს მათემატიკური მოდელირება, ოპერაციათა კვლევა, შესაბამისი გამოთვლითი ალგორითმების აგება, ანალიზი და სწავლების მეთოდიკა.
ასოცირებული პროფესორის მიხეილ დონაძის სამეცნიერო ინტერესების სფერო მოიცავს კომპიუტერული ქსელების აგების პრინციპების შესწავლას. თანამედროვე ქსელური ტექნოლოგიების დანერგვასა და ეფექტურ გამოყენებას, როგორც სასწავლო პროცესში, ასევე კერძო კომპანიებსა და საწარმოებში.
ასოცირებული პროფესორის ზებურ სურმანიძის კვლევის საგანია „ინფორმაციის მენეჯმენტის“ თავისებურებების შესწავლა და შესაბამისი მონაცემთა ბაზების შემუშავება/მართვა, რომელიც გამოიყენება როგორც კერძო კომპანიებში ასევე საჯარო დაწესებულებებში. ასევე ელექტრომაგნიტური ტალღების გავრცელების შესწავლა სხვადასხვა გარემოში და შესაბამისი კომპიუტერული მოდელების შექმნა.
ასოცირებული პროფესორი გულადი ფარტენაძის ინტერესების სფეროა: დაპროგრამების ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტის სისტემები. ამ ტექნოლოგიების გამოყენებით ქსელური ალგორითმების ეფექტური სქემის შემუშავება და შესაბამისი პროგრამული პროექტების შექმნა, რომელიც გამოიყენება როგორც კერძო კომპანიებში ასევე საჯარო დაწესებულებებში.
ასოცირებული პროფესორის ზაზა დავითაძის სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენს კომპიუტერის აპარატული უზრუნველყოფა, მიკროკონტროლერები, IoT სისტემები, ფიზიკური სენსინგი.
ასოცირებული პროფესორის ვახტანგ ბერიძის სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენს ოპტიმალური მართვის ამოცანები დიფერენციალური განტოლებებისათვის, ამოხსნის რიცხვითი მეთოდების რეალიზაცია პროგრამულ პაკეტებში; დაპროგრამების ტექნოლოგიები, მონაცემთა ბაზები.
ასოცირებული პროფესორის ია მოწყობილის სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენს მონაცემთა ბაზის მართვის სისტემები, დაპროგრამების ტექნოლოგიები, სტატისტიკური ანალიზი, ელექტრონული კომერცია.
ასისტენტ პროფესორის ელზა ჯინჭარაძის სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენს ინტერნეტ ტექნოლოგიები, დაპროგრამების ტექნოლოგიები, კრიპტოგრაფია, კიბერუსაფრთხოება.
ასისტენტ პროფესორის ბესიკ ბერიძის სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენს კომპიუტერული მეცნიერება, დაპროგრამების ტექნოლოგიები, მონაცემთა ბაზები, კიბერუსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტი, მანქანური დასწავლა.
ასისტენტ ამირან შარაძის სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენს მონაცემთა ბაზები, ქსელური და ინტერნეტ დაპროგრამება, ვებ სერვისები, კიბერუსაფრთხოება.
კომპიუტერ მეცნიერებათა დეპარტამენტი მეთოდურ დახმარებას უწევს სხვა სასწავლო დეპარტამენტებსა და სპეციალისტებს ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების ათვისებაში.
დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მომზადდა ოცდახუთამდე ძირითადი და დამხმარე სახელმძღვანელო და ამოცანათა კრებული.
დეპარტამენტის ლექტორ-მასწავლებლები ეწევიან აქტიურ სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას. მონაწილეობენ საერთაშორისო სამეცნიერო-კონფერენციების, სკოლა-სემინარებისა თუ სიმპოზიუმების მუშაობაში. არიან საერთაშორისო გაცვლითი თუ საგრანტო პროექტების მონაწილენი.
საერთაშორისო საგრანტო პროექტებში მონაწილეობა:
-
INURE. Integrated University Management System: Eu Experience On Nis Countries’ Ground (By, Ge, Md, Ua). 530181-Tempus-1-2012-1-De-Tempus-Smgr. დ. დევაძე, გ. ფარტენაძე, მ. დონაძე, გ. კახიანი
-
iCo-op, Industrial Cooperation and Creative Engineering Education based on Remote Engineering and Virtual Instrumentation (530278-TEMPUS-1-2012-1-DE-TEMPUS-JPHES). გ. ფარტენაძე, ზ. დავითაძე
-
WENET 158739-TEMPUS-DE-TEMPUS-JPHES-WeNeT-2010-2013-გ. ფარტენაძე,
-
EACA EUROEAST ERASMUS MUNDUS ACTIION II. 2012-2013 გ. ფარტენაძე.
-
PICQA."Promoting Internationalization And Comparability Of Quality Assurance In Higher Education". 511035-Tempus-1-2010-1-De-Tempus-Smgr. მ. დონაძე
-
CAP4COM, Building Capacity For University-Enterprise Partnerships Towards Competency Based Training In Armenia, Georgia And Ukraine. 516613-Tempus-1-2011-1-Be-Tempus-jphes. მ. დონაძე
-
ENGITEC, Modernizing Higher Engineering Education In Georgia, Ukraine And Uzbekistan To Meet The Technology Challenge (530244-Tempus-1-2012-1-Se-Tempus-Jpcr). მ. დონაძე
-
Marie Curie International Research Staff Exchange Scheme Grant FP7-PEOPLE-2012-IRSES-317721 2013-2015. ც. სარაჯიშვილი. დ. დევაძე
-
Promoting Internationalization and Comparability of Quality Assurance in Higher Education.511035-TEMPUS-1-2010-1-DE-TEMPUS-Smgr. – მ. დონაძე
-
Building capacity for university-enterprise partnerships towards competency based training in Armenia, Georgia and Ukraine. 516613-TEMPUS-1-2011-1-BE-TEMPUS JPHES – მ. დონაძე
-
Erasmus Mundus Action 2 Programme ELECTRA 2013 წ. -ც სარაჯიშვილი
-
Grant Agreement for Erasmus+ Staff mobility for training between PROGRAMME and PARTNER COUNTRIES N CZ BRN 001, 2024 - 2025, დ.დევაძე
-
Erasmus+ MOVEx - Development of the Model and Common Information Space of Virtual Exchange Programs. 2023 – 2025, პროექტის ხელმძღვანელი დ. დევაძე, ვ. ბერიძე, მ. დონაძე
-
E-PSY (Establishment of Psychological Counseling Centers at Georgian HEIs for Students (E-PSY) - 617980-EPP-1-GE-EPPKA2-CBHE-SP) – მ. დონაძე
-
Horizon 2020: „iHubs4Schools - Accelerating Digital Innovation in Schools through Regional Innovation Hubs and a Whole-School Mentoring Model“ - „ციფრული ინოვაციების დანერგვა სკოლებში რეგიონული ინოვაციური ჰაბებისა და მენტორინგის მოდელის საშუალებით“, გ. ფარტენაძე, მ.დონაძე, 2021 - 09.2023
-
Boosting the role of HEIs in the Industrial Transformation Towards the Industry 4.0 Paradigm in Georgia and Ukraine - Hein4, 609939-EPP-1-2019-1-BEEPPKA2-CBHE-JP - მ. დონაძე
-
Erasmus+, Security Education Center for Unified Resilience and Effective Communications - SECURE – 2024-2026 – მ. დონაძე
ეროვნული საგრანტო პროექტები:
-
საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. „ბათუმის საზღვაო პორტის აკვატორიის ეკოლოგიური მონიტორინგი ლაზერული სპექტროსკოპიის მეთოდით და ტალღური პროცესების შესწავლა რეალურ გარემოში“ -2009-2012 წ. ზ. სურმანიძე
-
საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. „გარემოს რადიო სპექტრალური დიაგნოსტიკა სიგნალისა და გარემოს დისპენსიურ მახასიათებლებს შორს კორელაციური ურთიერთკავშირის საფუძველზე“- 2013-2016 წ. ზ. სურმანიძე.
-
საინფორმაციო სისტემების მრავალდონიანი მართვა QR კოდების მეშვეობით მულტიპლატფორმული სისტემებისათვის, 2022 – 2022, ზ. დავითაძე, გ. კახიანი
-
ციფრული ტბელ აბუსერისძე - ბილინგვური სემანტიკური გამოცემა, 2024-2027, გულადი ფარტენაძე, ამირან შარაძე
-
„საინჟინრო საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივი შემუშავება და განხორციელება დისტანციური ლაბორატორიების გამოყენებით“, კონკურენტული ინოვაციის ფონდი (CIF), 2024 - 2026 მ.დონაძე, ბ.ბერიძე
-
მართვის თეორიის საკითხები არალოკალური საკონტაქტო სასაზღვრო ამოცანებისთვის და ამოხსნის რიცხვითი მეთოდები, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2025 – 2026.ვ. ბერიძე, დ.დევაძე
კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი პერიოდულად მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციებსა და ოლიმპიადებს პროგრამირებაში. ორჯერ ჩატარდა უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი პროგრამირებაში. სტუდენტთა შორის საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე.
კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტს საქმიანი ურთიერთობა აქვს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებთან. გერმანიის ქალაქ კობლენცის კობლენც-ლანდაუს, საფრანგეთის ლემანის, პოლონეთის ქალაქ ლუბლინის მარი სკლოდოვსკაია-კიურის უნივერსიტეტებთან, იტალიის ქალაქ პალერმოს მათემატიკურ და კომპიუტერულ მეც-ნიერებათა დეპარტამენტებთან, უნგრეთის, ქალაქ დებრეცენის უნივერსიტეტის, ასევე ჩეხეთის ქალაქ ოსტრავას და ბულგარეთის ქალაქ რუსეს უნივერსიტეტების მათემატიკურ და კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტებთან გაფორმებულია ხელშეკრულებები. ასევე უკრაინის: სუმის, ლვოვის, ხმელნიცკის, ხარკოვის, ბელორუსიის: მინსკის, ბრესტის, მოლდოვეთის უნივერსიტეტებთან მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში.
ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამის დეპარტამენტებთან. ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტთან.
დეპარტამენტის თაოსნობით ბოლო პერიოდში ჩატარდა რამდენიმე საერთაშორისო კონფერენცია და სიმპოზიუმი:
-
International Conference and Workshop. Lie Groups, Differential Equations and Geometry – June 9-22, 2013.
-
2nd Georgian - Czech – Italian – Hungarian Conference and Workshop. Lie Groups, Differential Equations and Geometry – September 9-18, 2015.
-
13nd IEEE EAST-WEST DESIGN & TEST SYMPOSIUM – September 26-29, 2015.
-
საერთაშორისო კონფერენია: „გამოთვლადობა ევროპაში 2023 - ლოგიკისა და გამოთვლების ერთიანობა“, 2023, 24-28 ივლისი
-
IV საერთაშორისო სამეცნიერო – პრაქტიკული კონფერენცია “თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში - 2025", ოქტომბერი 6-7, ბათუმი
-
Erasmus+ პროგრამის პროექტის MOVEx – ვირტუალური გაცვლითი პროგრამების მოდელისა და საერთო საინფორმაციო სივრცის შექმნა (2022–2025) დასკვნითი შეხვედრა, 22-24 ოქტომბერი