ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

მათემატიკის დეპარტამენტი

მათემატიკამ განვითარების  დიდი და საინტერესო გზა განვლო საქართველოში. ბათუმში მოღვაწე მათემატიკოსებმა ქართველ მათემატიკოსთა სხვადასხვა თაობასთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ა. რაზმაძის, ნ. მუსხელიშვილის, ა. ხარაძის და გ. ნიკოლაძის მიერ დაფუძნებული, საქვეყნოდ აღიარებული ქართული მათემატიკური სკოლის შემდგომ განვითარებაში.

ქართული მათემატიკის ისტორიას ამშვენებს  ქვეყნის მათემატიკური ცენტრების, მათ შორის ბათუმის სახელმწიფო  პედაგოგიური ინსტიტუტისა და  ბათუმის სახელმწიფო  უნივერსიტეტის მათემატიკოსთა  მიღწევები.

თანამედროვე მათემატიკური კვლევების ბათუმში დაწყება უკავშირდება 1935 წელს, როცა ბათუმის სამასწავლებლო  ინსტიტუტი დაარსდა, და 1945 წელს, როცა ამ სასწავლებლის ბაზაზე შეიქმნა პედაგოგიური ინსტიტუტი. ბათუმში მათემატიკური კვლევის ძირითად ცენტრად ითვლებოდა  ალგებრა-გეომეტრიის, მათემატიკური ანალიზისა და მათემატიკის კათედრები, რომლებსაც სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდნენ ა. ბეგიაშვილი, ნ. ლომჯარია, შ. ქემხაძე, დ. ბალაძე და ე. ბალაძე.

შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2005 წელს დაწყებულ  სტრუქტურულ ცვლილებებს მოჰყვა მათემატიკის კათედრის ბაზაზე მათემატიკის დეპარტამენტის დაარსება, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა ო. სურმანიძე. 2008 წლიდან დღემდე დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ვ. ბალაძე.

მათემატიკის დეპარტამენტი მართავს სასწავლო და სამეცნიერო პროცესებს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების  ფაკულტეტის მათემატიკურ სპეციალობებზე და ახორციელებს მათემატიკის სწავლებას, როგორც ამ, ისე სხვადასხვა ფაკულტეტების საგანმანათლებლო პროგრამებზე.

მათემატიკის დეპარტამენტში მოქმედ სამ პროგრამულ მიმართულებას (გეომეტრია-ტოპოლოგია, ალგებრა-რიცხვთა თეორია,  მათემატიკური ანალიზი-ალბათობის თეორია) მიჰყავს საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული სალექციო კურსები და სამეცნიერო კვლევები  კლასიკური და თანამედროვე მათემატიკის  სხვადასხვა დარგში.

ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის წინაშე უდიდესი ღვაწლის მქონე პირველი თაობის მათემატიკოსების მხარდამხარ და მათ შემდგომ, ნაყოფიერად იღწვოდა მრავალი მათემატიკოსი: ალგებრაში- ზებური ავალიანი, რეზო ასათიანი, ალეკო ბაკურიძე, ომარი გივრაძე, ხემიდ დევაძე, იაშა დიასამიძე, გიული თავდგირიძე, შოთა მახარაძე,  ნინო როყვა, რეზო ქათამაძე, შოთა ქემხაძე, ნინო ცინარიძე,  ასლან ხახუტაიშვილი; გეომეტრიაში- ემზარ ბალაძე, ალექსანდრე ბერაძე, სელიმ ნიჟარაძე,  გიორგი რუსეიშვილი; ტოპოლოგიაში- დურსუნ ბალაძე, ვლადიმერ  ბალაძე, შალვა ბახტაძე, ანზორ ბერიძე, ლელა თურმანიძე, გიორგი კირთაძე,  ონისე სურმანიძე,   რუსლან ცინარიძე, მაია ძაძამია, გივი ხუხუნაიშვილი; მათემატიკურ ანალიზსა და მის გამოყენებებში- ჯონი ბაბილოძე,  მზევინარ ბაკურიძე, ანდრო ბეგიაშვილი, მიხეილ გადახაბაძე, ჯუმბერ დავითაძე, დავით იშხნელიძე, თემურ კოკობინაძე, ნიკოლოზ ლომჯარია, დალი მახარაძე, გივი ნოღაიდელი, ნინო სვანიძე, აკაკი ცივაძე, მერაბ ხაბაზი; მათემატიკის სწავლებასა და დაფუძნებაში - მერი გორდელაძე, მიხეილ გოხიძე, სილოვან დადუნაშვილი, ეთერი ტაკიძე, თამაზ წულუკიძე,  ვლადიმერ ხალვაში.

მათემატიკის კათედრისა და მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები  მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ პედაგოგიური ინსტიტუტისა და უნივერსიტეტის მართვასა და  განვითარებაში:

დ. ბალაძე- ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი(1977-1990წწ), ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი (1990-1991წწ).

ვ. ბალაძე- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი(2006-2007წწ), რექტორის მოადგილე სასწავლო –აკადემიურ დარგში (2005-2006წწ), საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი (2008-2013 წწ) და სათათბიროს წევრი 2013 წლიდან დღემდე.

ა. ბერაძე- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პრორექტორი  სასწავლო და სამეცნიერო დარგებში (1957-1962წწ).

ა. ბერიძე- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი (2007-2008 წწ), ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი (2008-2010 წწ), ხარისხის უზრუნველყოფის  სამსახურის  ხელმძღვანელი  2015 წლიდან დღემდე.

ლ. თურმანიძე -ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი  (2005-2008 წწ), ხარისხის უზრუნველყოფის  სამსახურის  ხელმძღვანელი  (2008-2011წ), ბიბლიოთეკის დირექტორი (2011-2018 წწ), ზუსტ მეცნიერებნათა და განათლების ფაკუ ლტეტის დეკანი 2018 წლიდან დღემდე.

შ. მახარაძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი (2008წ).

ო. სურმანიძე- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცდებისა და უნარ-ჩვევების შეფასების ცენტრის უფროსი (2008-2011 წწ).

გ.ხუხუნაიშვილი-  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო და სამეცნიერო დარგებში (1971-1979წწ).

  სრულად დეპარტამენტის შერსახებ

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა