
ლაიდენის უნივერსიტეტის პროფესორმა იორიტ რიიპმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „მიგრაციისა და უსაფრთხოების თანამედროვე ტენდენციები ევროკავშირში“. მომხსენებელმა სტუდენტებს ევროპაში მიმდინარე მიგრაციული პროცესები და ამ საკითხთან დაკავშირებული პრობლემები გააცნო. ლექციის დასრულების შემდეგ, პროექტ ENIGMMA-ს ფარგლებში მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრისა (ICMPD) და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის თანამშრომლობით გამოცემული ნაშრომის „მიგრაციის სახელმძღვანელოს“ პრეზენტაცია გაიმართა.
უკან |