
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა და ტერნოპოლის ეროვნული ეკონომიკური უნივერსიტეტის რექტორმა ანდრი კრუსოვატმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება ითვალისწინებს ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას. მემორანდუმის ფარგლებში ამოქმედდება გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მონაწილეობით, ჩატარდება სამეცნიერო კონფერენციები, საზაფხულო სკოლები, ტრენინგები და სემინარები. მხარეთა შეთანხმებით, ასევე იგეგმება ერთობლივი საგანმანათლებლო სადოქტორო პროგრამების შემუშავება.
უკან |