
ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტები (კურატორი მურმან გორგოშაძე) ბათუმის საქალაქო სასამართლოს ეწვივნენ. მომავალი სამართალდამცავები შეხვდნენ მოსამართლეებს და კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია სასამართლოს საქმიანობის შესახებ. სტუდენტებმა ასევე იმსჯელეს და საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე.
უკან |