იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშის წარდგენა გაიმართა

სურათი

უნივერსიტეტში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშის - „სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო მონიტორინგის ანგარიში №12“ წარდგენა გაიმართა. ასოციაციის წარმომდგენლებმა იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს სისხლის სამართლის სასამართლო პროცესების მონიტორინგის შედეგები გააცნეს. ანგარიშში გაანალიზებულია სასამართლოსა და პროკურატურის მიდგომები აღკვეთის ღონისძიების შერჩევასთან, საქმის სასამართლოში განხილვის სხვა ეტაპებთან და ოჯახურ, ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე მომავალი სამართალდამცავები ასევე გაეცნენ იმ სასამართლო პროცესების ანალიზს, სადაც იკვეთება სასამართლო კონტროლის პრაქტიკაში არსებული პრობლემები და საკანონმდებლო ხარვეზები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა