
2-8 თებერვალს Erasmus+ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „მედიაცია: ტრენინგი და საზოგადოების ტრანსფორმაცია (MEDIATS)“ ფარგლებში ნიდერლანდებში, ქალაქ ბრედაში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრებში პროექტის მონაწილეებმა ნიდერლანდებიდან, ლატვიიდან, ესპანეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან მედიაციის სამაგისტრო პროგრამის განხორციელებისა და მედიაციის ფედერაციის შექმნის დეტალები განიხილეს. ღონისძიება ნიდერლანდების ბიზნეს აკადემიის ორგანიზებით მოეწყო.
უკან |